ასწავლე ელექტრონული კომერცია ჩვენთან

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს სასწავლო კურსებს ელექტრონულ კომერციასა და მასთან დაკავშირებულ მომიჯნავე მიმართულებებზე. 

პლატფორმა კურსის მიწოდების ფორმისადმი აგნოსტიკურია. აქ შეგიძლია განათავსო წინასწარჩაწერილი, რეალურ დროში ონლაინ ფორმატის და ჰიბრიდული კურსები. მთავარია, კურსი შინაარსობრივად ეხებოდეს ელექტრონულ კომერციას და მასთან დაკავშირებულ სფეროებს.

რატომ ჩვენთან

გაუზიარე შენი ცოდნა და გამოცდილება ელექტრონულ კომერციასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე დაინტერესებულ აუდიტორიას

დაეხმარე ბიზნესებს ზრდაში, ხოლო დასაქმების მსურველებს სასურველი სამუშაოსათვის მომზადებაში, ახალი უნარების შეძენასა და კომპეტენციების გაღრმავებაში

მიიღე დამატებითი შემოსავალი და
გააფართოვე შენი პროფესიონალური
სანაცნობო წრე

დავიწყოთ პატარა ნაბიჯებით

პლატფორმაზე კურსის განსათავსებლად შენი ცოდნა, უნარები და ენთუზიაზმი დაგჭირდება. შენ ირჩევ თუ რა თემაზე, რა ფორმით და რა მეთოდებით შექმნა და განათავსო კურსი. 

ჩვენი გუნდი დაგეხმარება კურსის პლატფორმაზე განთავსებისა და მისი გამოყენების ყოველ ნაბიჯზე. 

შეავსე ქვემოთ მოცემული ფორმა. შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება და საკონსულტაციო შეხვედრაზე გავივლით ყველა დეტალს, რათა ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო, სასიამოვნო და პროდუქტიული იყოს. 

შეავსე ფორმა

გილოცავთ, წინასწარი რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან/და ელ.ფოსტაზე.