როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს

“პერსონალური მონაცემები” ნიშნავს ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ/კერძო პირთან ან რომელიც გამოიყენება ასეთი პირის იდენტიფიკაციისთვის; მაგალითად, თქვენი სახელი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ დავურთავთ აღნიშნულ ელემენტებს. პერსონალური მონაცემები არ მოიცავს „შეჯამებულ“ ან „დეიდენტიფიცირებულ“ ინფორმაციას, რომელიც არ ახდენს პირის იდენტიფიკაციას.

როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით, ჩვენ ვაგროვებთ და ვიღებთ შემდეგი ტიპის მონაცემებს:

თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს. მაგალითად, როდესაც შეგყავთ ინფორმაცია ჩვენი სერვისების ველში, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ:

  • საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი;
  • დემოგრაფიული მონაცემები, როგორიცაა თქვენი ასაკი, ინფორმაცია თქვენი ოჯახის შესახებ, პრივილეგირებული პროდუქტები და სხვა ინტერესები და სურვილები.
  • საკომუნიკაციო უპირატესობები, მათ შორის მარკეტინგული პარამეტრები;
  • ინფორმაცია ლოიალობის ბარათის შესახებ, რომელიც გამოიყენება ჩვენი ლოიალობის და ბონუს პროგრამების მართვისთვის.
  • თქვენი კითხვარები, მათ შორის თქვენი ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებები; და
  • თქვენი ნებართვით, ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე არსებული განცხადებებიდან, როგორიცაა კამერა, ამ სახით თქვენ შეგიძლიათ შტრიხკოდების ან თქვენი კონტაქტების სკანირება და თქვენი ინფორმაციის განახლება.

ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას კონკრეტული დანიშნულებით, მათ შორის და არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესის მართვისთვის, თქვენი ანგარიშის მართვისთვის, თქვენთან კომუნიკაციისთვის, მომსახურებების მოწოდებისთვის და მარკეტინგული საქმიანობებისთვის, თქვენი კლიენტების ვინაობის გაგებისთვის და ჩვენი პროდუქტების, ბიზნესის და მომსახურებების გაუმჯობესებისთვის.

ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ

მონაცემთა შეგროვებისთვის ვიყენებთ ტექნოლოგიებს, რომელიც პირდაპირ არ ახდენს თქვენს იდენტიფიკაციას (ჩვენ ვუწოდებთ მას „სხვა ინფორმაციას“). აღნიშნული ტექნოლოგიების მაგალითები მოიცავს შემდეგს:  

რეგისტრაცია: ვებ-საიტების უმეტესობის მსგავსად, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციას ვაგროვებთ ავტომატურად და ვინახავთ რეგისტრაციის ფაილებში. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს IP მისამართს, ბრაუზერის ტიპს, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს, გვერდებზე ან გვერდებიდან ნავიგაციას, თქვენ საოპერაციო სისტემას, მონაცემები ნახვების შესახებ, თქვენი ვიზიტის დროს და თარიღს.

ქუქიფაილები და მონაცემთა შეგროვების სხვა ინსტრუმენტებიჩვენ და მესამე მხარეები, რომლებთანაც ვმუშაობთ „ქუქი“ ფაილების, ვებ-შუქურების (web beacon) და მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენებით ჩვენი ვებ-გვერდების და ელ-ფოსტის კომუნიკაციების მართვისთვის და დროთა განმავლობაში თქვენს და თქვენი საქმიანობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და მიკვლევადობისთვის ინტერნეტში. ეს ინსტრუმენტები გვეხმარება თქვენს ამოცნობაში, თქვენი შესყიდვების პროცესის პერსონიფიცირებაში ან ინდივიდუალიზაციაში, ინტერნეტ შესყიდვების ჩამონათვალში შენახვაში ვიზიტებს შორის, ასევე ჩვენი მომსახურებების გამოყენების და გადაწყვეტების ანალიზში იმისათვის, რომ ისინი უფრო სასარგებლო გახდეს თქვენთვის.   

ინტერნეტ-ბრაუზერების უმეტესობა შესაძლებლობას გაძლევთ წაშალოთ ან მართოთ ქუქი“ ფუნქციები და შეასწოროთ თქვენი კონფიდენციალობის და უსაფრთხოების პარამეტრები. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იხილეთ “help” მენიუში თქვენს ინტერნეტ-ბრაუზერზე ან ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს:  http://www.aboutcookies.org/how-to-control-cookies/.  თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ქუქი“ ფაილების დაბლოკვით შესაძლოა სრულად ვერ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურების ყველა ელემენტით.

ანალიტიკა:  ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ანალიტიკის პროვაიდერები, როგორიცაა Google Analytics რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მომსახურებების შეფასებაში. მონაცემები თქვენი მოწყობილობის საერთო მახასიათებლების შესახებ შეიძლება ასევე შეგროვდეს თქვენს მიერ მობილური აპლიკაციის გამოყენების დროს. ჩვენს მომსახურებებზე თქვენს შესახებ შეგროვებული მონაცემების ანალიზის და გაერთიანების უარყოფისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს .https://tools.google.com/dlpage/gaoptout და ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ Google Analytics Opt-out Browser Add-on.

ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ დამოუკიდებელი წყაროებიდან

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებიდან.

ლოიალობის და საბონუსე პროგრამების პარტნიორები:  ჩვენ ვიყენებთ ბიზნეს პარტნიორებს იმისათვის, რომ დაგვეხმარონ ჩვენი ლოიალობის და საბონუსე პროგრამების მართვაში. ზოგ პარტნიორს აქვს წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, რომელიც სხვა შემთხვევებში შესაძლოა არ გვქონოდა (მაგალითად, როდესაც თქვენ პირდაპირ რეგისტრირდებით აღნიშნულ პროვაიდერთან) და რომელიც შესაძლოა პარტნიორმა გაგვიზიაროს პრომო და საბონუსე პროგრამების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

ერთიანი რეგისტრაცია/ერთჯერადი იდენტიფიკაცია:  ჩვენი სერვისები შესაძლებლობას გაძლევთ დარეგისტრირდეთ ჩვენს მომსახურებებზე სხვა პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად Facebook.   როდესაც თქვენ რეგისტრირდებით ჩვენს სერვისებზე გარეშე პლატფორმის მეშვეობით, ამით გვაძლევთ წვდომის და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას თქვენი ანგარიშიდან, რომელიც ნებადართულია აღნიშნული პლატფორმის კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკის და პარამეტრების საფუძველზე.

პერსონალური მონაცემების დამატებით გამოყენება

ზემოთ აღწერილი გამოყენების გარდა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:

  • ჩვენი ბიზნესის წარმოებისთვის, ჩვენი პროდუქტების და მომსახურებების მოწოდებისთვის, თქვენი ანგარიშების და ლოიალობის და საბონუსე პროგრამების მართვისთვის და ნებისმიერი სხვა კანონიერი, ლეგიტიმური საქმიანობის მიზნებისთვის;
  • თქვენი ტრანზაქციების დამუშავება და განხორციელება, ასევე შეკვეთის დადასტურება, ჩვენს ლოიალობის ან სხვა პროგრამებში ჩართვა და პროდუქტების ან მომსახურებების მიწოდება;
  • გათამაშებების და სარეკლამო აქციების ადმინისტრირება ან თქვენთან დაკავშირება პრიზებთან დაკავშირებით.
  • თქვენთან კონტაქტი თქვენს მოთხოვნებზე ან შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, პროგრამების, პროდუქტების ან მომსახურებების შესახებ ინფორმირებისთვის, რომელიც ჩვენი აზრით თქვენთვის საინტერესოა, თქვენთვის სპეციალური შეთავაზებების გაკეთება სხვა კომპანიებიდან, გაფრთხილების მოცემა პროდუქტის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ან გამოხმობის შესახებ, წინადადების, სარეკლამო განცხადების შესწორება;
  • თქვენთვის საინფორმაციო წერილების, სტატიების, პროდუქტის ან მომსახურების შესახებ გაფრთხილებების, ახალი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ განცხადებების, ფულადი ჯილდოების, ღონისძიებაზე მოწვევების და სხვა ინფორმაციის, პერსონალურად მორგებული ფასდაკლებების, პროგრამების, სარეკლამო ინფორმაციის, შეთავაზებების და სხვა ინფორმაციის მოწოდება;
  • ბაზრის ანალიზის ჩატარება, რაც დაგვეხმარება გავიგოთ მიმდინარე ტენდენციები და კლიენტის მოთხოვნები და საჭიროებები პროდუქტის კატეგორიების ან კლიენტთა ჯგუფების ფარგლებში, ჩვენი ლოიალობის და საბონუსე პროგრამების ადმინისტრირება, მათ შორის თქვენთვის შესაძლებლობის მოცემა შექმნათ და აწარმოოთ კლიენტთა პროფილები, ჩვენთან თქვენი ურთიერთქმედების ანალიზი, ინდივიდუალური შეთავაზებების / წინადადებების წარდგენა და ჩვენი პროდუქტების, მომსახურებების, პროგრამების და სხვა შეთავაზებების გაუმჯობესება.
  • თაღლითური, უკანონო ან დანაშაულებრივი საქმიანობის ან პერსონალური მონაცემების, ჩვენი ვებ-გვერდის ან მონაცემთა სისტემების გამოყენების ან მათზე უნებართვო წვდომის პრევენცია, გამოძიება ან ასეთი ქმედებების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ან სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება; და
  • ჩვენი გამოყენების პირობების და სხვა ხელშეკრულებების განხორციელება;

როგორ გადავცემთ და ვამჟღავნებთ პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებს მხოლოდ კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკაში მითითებული საშუალებებით.

მომსახურების პროვაიდერები: ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს გარეშე / დამოუკიდებელ მომსახურების პროვაიდერებს, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ან მომსახურებებს ჩვენი სახელით ან თქვენს სასარგებლოდ, როგორიცაა ვებ-ჰოსტინგი, გადახდების დამუშავება, მარკეტინგი, ანალიტიკა ან კლიენტის შესახებ მონაცემების შემოწმება, როგორიცაა საფოსტო მისამართები.

აფილირებული პირები:  ჩვენ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადავცეთ აფილირებულ იურიდიულ პირებს ჩვენი კომპანიების ჯგუფის ფარგლებში იმ მიზნებისთვის და გამოყენებისთვის, რომლებიც შეესაბამება კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკას.

მაგალითად, ცალკე იურიდიულ პირს შეუძლია აკონტროლოს მაღაზიები ერთ კონკრეტულ რეგიონში. ჩვენ გადავცემთ კონკრეტულ რეგიონში მაღაზიების კლიენტების პერსონალურ მონაცემებს იურიდიულ პირს, რომელიც აკონტროლებს აღნიშნულ მაღაზიებს აღნიშნულ რეგიონში, ამ სახით შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენი ლოიალობის პროგრამის ადმინისტრირება და ჩვენი მომსახურებების გაუმჯობესება. 

ბიზნეს პარტნიორები: ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს ლოიალობის და საბონუსე პროგრამების ადმინისტრირების მიზნით. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა გადავცეთ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორ ავტოგასამართ სადგურებს, ამ სახით თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ფასდაკლების ბონუსები.

ვებ და მობილური აპლიკაციების ჰოსტინგის პროვაიდერი ჩვენ ვსარგებლობთ Linode, LLC-ით ჩვენი ვებ-საიტის და მობილური აპლიკაციების განთავსებისთვის. აღნიშნული მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით, Linode და მის აფილირებულ პირებს აქვთ წვდომა ვებ-საიტით და მობილური აპლიკაციებით შეგროვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და შესაძლოა გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია Linode-ს კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკის პირობების შესაბამისად https://www.linode.com/legal-privacy/, შესაბამისად აღნიშნული კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად მოდიფიცირდეს ან შეიცვალოს.

სამართლებრივი პროცესი, უსაფრთხოება და პირობების აღსრულება:  ჩვენ შესაძლოა გავუმჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სამართლებრივ ან სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს მათი მოთხოვნების საპასუხოდ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ან გამოძიებაში დასახმარებლად. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავუმჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეებს სარჩელებთან, დავებთან ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, თუ სხვაგვარად მოითხოვს კანონი ან თუ ჩავთვლით, რომ გამჟღავნება საჭიროა ჩვენი ან თქვენი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვისათვის ან ჩვენი კანონიერი უფლებების ან თქვენს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების აღსრულებისთვის. 

ბიზნესის გადაცემა: თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამჟღავნდეს კორპორატიული ბიზნეს გარიგების ფარგლებში, როგორიცაა შერწყმა, შეძენა, ერთობლივი საწარმო ან კომპანიის აქტივების დაფინანსება ან გაყიდვა, და შესაძლოა გადაეცეს მესამე მხარეს, როგორც ერთ-ერთი ბიზნეს აქტივი ასეთ გარიგებაში. ეს მონაცემები ასევე შესაძლოა გამჟღავნდეს გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში. თქვენ შეტყობინება მოგივათ ელ-ფოსტით და/ან მკაფიო შეტყობინება ნებისმიერი ვებ-საიტის შესახებ, სადაც მოხდა ცვლილება საკუთრების სტრუქტურაში ან შეტყობინება პერსონალური მონაცემების გამოყენების, ასევე ნებისმიერი არჩევანის შესახებ, რომელიც შესაძლოა გქონდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

თქვენი სარეკლამო არჩევანი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ციფრული რეკლამის ალიანსის (“DAA”) თვითრეგულირებად პრინციპებს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა რეკლამის შემკვეთებთან, სარეკლამო ქსელებთან, სარეკლამო სერვერებთან და ანალიტიკურ კომპანიებთან (“სარეკლამო პარტნიორები”) რომლებიც იყენებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს მონაცემების შეგროვებისთვის თქვენს მიერ მომსახურებების გამოყენებასთან დაკავშირებით (როგორიცაა ვიზიტირებული გვერდები, დათვალიერებული ან „დაკლიკული“ სარეკლამო განცხადებები) შესაბამისი რეკლამის წარდგენის მიზნით.

სარეკლამო პარტნიორებმა შეიძლება განათავსონ ქუქი-ფაილები (cookies), ვებ-შუქურები (web beacons) და/ან მონაცემთა შეგროვების სხვა ტექნოლოგიები ჩვენს „სერვისებზე“ იმის შესაფასებლად, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი სერვისები, ასევე მონაცემთა შეგროვებისთვის იმის შესახებ, თუ რომელ გვერდებზე შედიან მომხმარებლები და რას აკეთებენ ჩვენი სერვისებიდან გამოსვლის შემდეგ; ასევე იმისთვის, რომ დააკავშირონ მომხმარებლების მიერ გამოყენებული მოწყობილობები; და უზრუნველყონ უფრო აქტუალური რეკლამები. აღნიშნული რეკლამები შესაძლოა გამოჩნდეს ჩვენს სერვისებზე ან სხვა ვებსაიტებზე და მომსახურებებზე, რომლებზეც შედიხართ.

დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ იყენებენ ჩვენი სარეკლამო პარტნიორები ზემოაღნიშნული ტექნოლოგიებით შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენს სერვისებზე და როგორ ხდება ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა, ეწვიეთ ციფრული რეკლამის ალიანსის (“DAA”) უარის თქმის გვერდს. http://aboutads.info/choices. თქვენ ასევე შეგიძლიათ უარი თქვათ დამატებით მესამე მხარის სარეკლამო ქსელებზე, ინტერნეტ ქსელში სარეკლამო ინიციატივის (Network Advertising Initiative’s (NAI)) ვებ-გვერდზე გადასვლით  http://www.networkadvertising.org/choices/  და ჩამოთვლილი მითითებების შესრულებით.

ზემოთ აღწერილი უარის თქმის ვარიანტები დამოკიდებულია მოწყობილობაზე ან ბრაუზერზე და შეიძლება ყველა მოწყობილობაზე არ იმუშაოს. შესაბამისად, თუ უარს იტყვით რომელიმე აღნიშნული უარის თქმის ინსტრუმენტების გამოყენებით, ეს არ გულისხმობს რომ არ ნახავთ რეკლამებს, თუმცა ასეთი რეკლამები არ იქნება დაფუძნებული თქვენს ინტერესებზე. გარდა ამისა, როდესაც უარს ამბობთ რომელიმე ზემოთ მითითებული მეთოდის გამოყენებით, ჩვენი სარეკლამო პარტნიორები გააგრძელებენ ინფორმაციის შეგროვებას ციფრული რეკლამის ალიანსის (“DAA”) და ინტერნეტ ქსელში სარეკლამო ინიციატივის (NAI) წესებით დაშვებული ნებისმიერი სხვა მიზნისთვის. თქვენ შეგიძლიათ ასევე უარი თქვათ ინფორმაციის შეგროვებაზე მომავალში ჩვენი სერვისებიდან, სერვისის გამოყენების შეწყვეტის ან აპლიკაციის შემთხვევაში, აპლიკაციის დეინსტალაციით.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა არ მოიცავს ჩვენი სარეკლამო პარტნიორების პრაქტიკებს. [კომპანიის სახელი] არ აქვს კონტროლი აღნიშნული მესამე მხარის ტექნოლოგიებზე ან მათში მითითებულ ინფორმაციაზე.

ბავშვთა კონფიდენციალობის დაცვა

ჩვენი სერვისები არ არის მიმართული და ჩვენი მიზანი არ არის შევაგროვოთ ან მოვითხოვოთ 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალური მონაცემები ინტერნეტში. თუ თქვენ არ ხართ 13 წლის, არ მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები პირდაპირ ან ნებისმიერი ვებ-საიტის განცხადებების დაფაზე ან ნებისმიერი სხვა საშუალებებით. თუ 13 წლამდე ასაკის ბავშვი მოგვაწოდებს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ მოვუწოდებთ ბავშვის მშობელს ან მეურვეს დაგვიკავშირდეს მოთხოვნით – ამოვიღოთ ეს ინფორმაცია ჩვენი სისტემებიდან.

თქვენი ინფორმაციის განახლება

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და განაახლოთ თქვენი ინფორმაცია ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მანამ, სანამ თქვენი ანგარიში აქტიური იქნება ან რამდენადაც მიზანშეწონილი იქნება კომერციული მიზნებისთვის. ჩვენ ასევე შევინახავთ და გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, თუ საჭირო იქნება ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების ან მონაცემთა შენახვის პოლიტიკის შესრულებისთვის, დავების გადაწყვეტისთვის და ჩვენი შეთანხმებების შესრულებისთვის.

ბმულები სხვა ვებსაიტებთან

ჩვენი სერვისები მოიცავს ბმულებს ვებ-საიტებზე, რომლებსაც მართავენ მესამე მხარეები. ჩვენი სერვისები ასევე მოიცავს ელემენტებს, როგორიცაა სხვა კომპანიების მიერ განთავსებული „ვიჯეტები“ და ღილაკები (მაგალითად, Twitter “Tweet” ღილაკი). ამ ელემენტებით შესაძლებელია მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა IP მისამართი, რომელ გვერდს სტუმრობთ ჩვენს სერვისებზე და შესაძლოა დააყენოთ „ქუქი“ ფაილები აღნიშნული ელემენტის სათანადო ფუნქციონირებისთვის.

წინამდებარე კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა არ ვრცელდება და ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი მესამე მხარეების საქმიანობაზე, რომლებიც აგროვებენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მოგიწოდებთ გადახედოთ აღნიშნული მესამე მხარეების კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკას მათი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.

შესწორებები კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკაში

წინამდებარე კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შესწორებას. თუ ჩვენ შევიტანთ ცვლილებებს პერსონალური მონაცემების გამოყენების წესებში, აღნიშნული ცვლილებების შესახებ შეტყობინებას განვათავსებთ ჩვენს სერვისებზე და შევასწორებთ ძალაში შესვლის თარიღს.

როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი ანგარიშის დეაქტივაცია

თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ანგარიშის დეაქტივაცია ნებისმიერი დროს, ნებისმიერი მიზეზით, რისთვისაც უნდა დაგვირეკოთ ან გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტა, რომელიც მითითებულია ქვემოთ ნაწილში, სახელწოდებით: „დაგვიკავშირდით“.