გახდი იქომერსის სერტიფიცირებული პროფესიონალი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში დაეუფლეთ იქომერსის სრულ ციკლს: შეისწავლეთ ბიზნეს მოდელები, ლოგისტიკა, გადახდები, ანალიტიკა და AI ტექნოლოგიები
„იქომერს ასოციაცია - საქართველოს” პროექტი
იქომერსს სჭირდება პროფესიონალები, რომლებიც აღიქვამენ ერთიან სურათს და მართავენ სისტემის სრულ ციკლს
ბაზარზე კანდიდატთა უმრავლესობას მხოლოდ თეორიული ბაზისი აქვს, იქომერსში კი წარმატებას სისტემური ხედვა და პრაქტიკული უნარები განაპირობებს
ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია რეალურ გამოცდილებასა და შედეგებზე. თქვენ გაეცნობით როგორ ფუნქციონირებს ელ.კომერციის ბიზნესი რეალურ გარემოში, შეისწავლით: ფინანსურ ნაკადებს, ლოგისტიკურ ჯაჭვებსა და გუნდურ კოორდინაციას. ჩვენ გასწავლით, როგორ აქციოთ ხელოვნური ინტელექტი თქვენს მთავარ საოპერაციო მოკავშირედ
ტრანსფორმაციული კურსი: თეორიიდან რეალურ საოპერაციო მართვამდე. პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებთ შრომის ბაზარზე შესვლას მყარი პროფესიული ცოდნითა და პრაქტიკულ უნარებით, რომლებსაც დამსაქმებლები ყველაზე მეტად აფასებენ.
ამბიციური ადამიანებისთვის,
ვისაც რეალური ცოდნის მიღება სურს
ბუნდოვანი დაპირებების ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ ინტენსიურ, სტრუქტურირებულ სასწავლო პროგრამას,რომელიც პროფესიულ ტრანსფორმაციაში დაგეხმარებათ
მზად ხარ გახდე იქომერსის პროფესიონალი?
შემოუერთდი eCAG-ის აკადემიას და დაეუფლე ცოდნას, რომელიც შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად კადრად გაქცევს.
რას შეძლებთ პროგრამის დასრულების შემდეგ
იქომერსის გააზრება, როგორც ბიზნეს სისტემის — და არა მხოლოდ ვებგვერდის
11 მოდული იქომერსის დასაუფლებლად
11 მოდულისგან შემდგარი კურიკულუმი იქომერსის ყველა კრიტიკულ ასპექტს ფარავს. ეს არის ინტენსიური გზა თეორიული საფუძვლებიდან კომპლექსურ პრაქტიკულ გადაწყვეტებამდე
11 მოდულში
იქომერსი ერთიანი კომპლექსური სისტემაა, მზად ხარ დაეუფლო სრულ იქომერს ციკლს?
პროგრამა გაძლევთ კომპლექსურ საფუძველს ოპერაციების, ლოგისტიკის, ანალიტიკისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით — ცოდნას, რომელიც იქომერს პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ყველაზე ღირებულია
გსურთ მხოლოდ ერთი მოდულის გავლა?
მართეთ სასწავლო პროცესი ინდივიდუალურად: შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი, ცალკეული მოდულები, ჩააბარეთ შესაბამისი გამოცდა და მიიღეთ მოდულის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი
აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი ფორმატი
საერთაშორისო სტანდარტები.
ლოკალური შესაბამისობა.
რეალური სტრუქტურა.
სტუდენტები სწავლობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ინფრასტრუქტურასთან , გადახდის სისტემებსა და სამართლებრივ გარემოსთან მორგებას.
კურიკულუმი საშუალებას აძლევს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, უზრუნველყონ სწავლების ერთიანი, სისტემური ხარისხი.
ყველა მოდული ერთი ლოგიკის მიხედვით. ყველა შეფასება რეალური. ყველა სერტიფიკატი — მოპოვებული. აკადემიური სტრუქტურა ინდუსტრიული რელევანტურობით — ეს ამ პროგრამის საზრისია.
არამხოლოდ სალექციო ფორმატის პროგრამა
პროგრამის მიზანი პრაქტიკული უნარების ათვისებაა, რასაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი მეთოდოლოგია
კურსი მიმდინარეობს ოფლაინ ფორმატში 4 თვის განმავლობაში და მოიცავს კვირაში 3 სესიას (თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით). სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, რაც აუცილებელია საერთაშორისო ბაზარზე ადაპტაციისთვის. ხელმისაწვდომია ორენოვანი (ინგლისურ-ქართული) მხარდაჭერა.
სერტიფიკატი,
რომელსაც აქვს რეალური ღირებულება
სტრუქტურირებული შეფასების მოდელი უზრუნველყოფს სტუდენტის კვალიფიკაციის ობიექტურ შეფასებას, სერთიფიკატი ასახავს სტუდენტის რეალურ კომპეტენციასა და პროფესიულ მზაობას, გამორიცხავს კურსზე მაღალი შეფასების მიღებას მხოლოდ ფორმალური დასწრების პირობებში
ყოველ მოდულზე
× 11ფინალური ეტაპი
CapstoneeCAG იქომერსის აკადემიის პროფესიული სერტიფიკატი
eCAG იქომერსის აკადემიის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი ადასტურებს სტუდენტის სამუშაო მზაობას. დოკუმენტი გაიცემა ყველა მოდულური და ფინალური გამოცდის ჩაბარების, პრაქტიკული დავალებების შესრულებისა და Capstone პროექტის წარმატებით დაცვის საფუძველზე
სად შეიძლება დასაქმება?
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ საწყისი დონის პოზიციებზე დასაქმდნენ, შემდეგ სფეროებში:
მზად ხარ იქომერსში დასაქმდე?
დაიწყე იქომერს კარიერა სტრუქტურით: გაიგე, როგორ მუშაობს ბიზნესი სინამდვილეში. დაასრულე კურსი სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს პროფესიულ მზაობას