ელექტრონული კომერციის აკადემია არის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც მოიაზრებს როგორც ინტენსიურ პროფესიული მომზადების პროგრამას დამწყები ელექტრონული კომერციის მენეჯერებისათვის, ასევე ელექტრონული კომერციის ეკოსისტემაში შემავალ პროფესიულ მოკლე კურსებს დაინტერესებული აუდიტორიისათვის.
პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან და დაეუფლებიან ელექტრონული კომერციის ფუნდამენტურ ასპექტებს, თეორიულ მოდელებს, მართვის მექანიზმებს და გზებს და ზოგადად, ციფრული ეკოსისტემის შესახებ ცოდნას მიიღებენ. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ კომპანიის საჭიროებებზე დაყრდნობით ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დიზაინს, დაგეგმარებას, დანერგვასა და მართვას.
ტერმინების განმარტება
- ლექტორი– პრაქტიკოსი ადამიანი, რომლიც ელექტრონული კომერიციის აკადემიის ინტენსიურ, ან პროფესიონალურ კურსს უწევს ფასილიტაციას, ხოლო კურსის მსმენელებს – მენტორობას.
- ინტენსიური კურსი– 4 თვიანი ინტენსიურ პროფესიული მომზადების პროგრამა დამწყები ელექტრონული კომერციის მენეჯერებისათვის,
- პროფესიონალური კურსი– სასწავლო კურსი, რომლის ხანგრძლივობა 1 თვეზე მეტს არ გრძელდება და კურსის მსმენელს საშუალებას აძლევს სფეროს საფუძვლებს მოკლე დროში დაეუფლოს.
- კურსის მსმენელი– ადამიანი, რომელიც დარეგისტრირებულია და ესწრება ელექტრონული კომერიციის აკადემიის ინტენსიურ, ან პროფესიონალურ კურსს.
- საკომუნიკაციო არხ(ებ)ი– ნებისმიერი სოციალური ქსელი და აპლიკაცია, ელ. ფოსტა, სმს, სატელეფონო კომუნიკაცია.
- აკადემიური მოსწრება– კურსის მსმენელის მიერ მიღწეული შედეგების შეჯამებული შეფასება ელექტრონული კომერიციის აკადემიაში არსებული ინტენსიური, თუ პროფესიონალური კურსის მოთხოვნების შესაბამისად.
- სერტიფიკატი– კურსის დასრულების შემდეგ მსმენელის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატის მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ 60 ქულა
- კურსის მინიმუმ 90 ქულაზე დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს ლექტორის წერილობით რეკომენდაციას.
- სტაჟირება– ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შრომითი ურთიერთობა, რომელიც მყარდება ელექტრონული კომერიციის აკადემიის ინტენსიური კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულსა და ელექტრონული კომერიციის აკადემიის პარტნიორ კომპანიას შორის მინიმუმ 1 თვის ვადით.
- პრაქტიკა– ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შრომითი ურთიერთობა, რომელიც მყარდება ელექტრონული კომერიციის აკადემიის ინტენსიური, თუ პროფესიონალური კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულსა და ელექტრონული კომერიციის აკადემიის პარტნიორ კომპანიას შორის მინიმუმ 2 კვირის ვადით.
ელექტრონული კომერიციის აკადემიის ვალდებულებები და უფლებამოსილება
- ელექტრონული კომერიციის აკადემია ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე დადებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის სისწორე;
- ელექტრონული კომერიციის აკადემია ვალდებულია, შეინახოს და კანონით გათვალისწინებული წესით დაამუშავოს დარეგისტრირებულ მომხმარებელთა და კურსის მსმენელთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი), პირადი ნომერი, ფაქტიური/იურიდიული მისამართი, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები) და სხვა.
- ელექტრონული კომერიციის აკადემია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს კურსი ან შეცვალოს ნებისმიერი დეტალი, მათ შორის და არამარტო – დაწყების თარიღი.
- კურსის დასრულების შემდეგ ელექტრონული კომერიციის აკადემია კურსის იმ მსმენელს, რომელიც მოაგროვებს მინიმუმ 60 ქულას, გადასცემს შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს;
- იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კურსს თან ახლავს ელექტრონული კომერიციის აკადემიის ვალდებულება კურსით განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემდეგ სტუდენტებს გაატაროს სტაჟირება ან/და პრაქტიკა:
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ ელექტრონული კომერიციის აკადემიის მხრიდან მოხდა სტუდენტისთვის სტაჟირების/პრაქტიკის შეთავაზება და ნებისმიერი მიზეზით სტუდენტმა განაცხადა უარი;
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ ელექტრონული კომერიციის აკადემიის დახმარებით სტუდენტმა გაიარა მინიმუმ 1 თვიანი სტაჟირება ან 2 კვირიანი პრაქტიკა.
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ სტუდენტმა სტაჟირება/პრაქტიკის დაწყებიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით შეწყვიტა აღნიშნულში მონაწილეობის მიღება;
- ელექტრონული კომერიციის აკადემიას კურსის დასრულებიდან ეძლევა 6 თვე (თუმცა არ იზღუდება) სტუდენტებისთვის სტაჟირება/პრაქტიკის ორგანიზებისთვის.
- ელექტრონული კომერიციის აკადემია უფლემოსილია გააკონტროლოს მონაწილის აკადემიური მოსწრება, დავალებების შესრულება, კურსის მიმდინარეობისას მისი დისციპლინური ნორმების დაცვა და ნებისმიერი სხვა შეთანხმების შესრულება, როგორც დოკუმენტური, ასევე ვერბალური;
- ელექტრონული კომერიციის აკადემიას უფლება აქვს მონაწილის მიერ დისციპლინური ნორმ(ებ)ის დარღვევის, ლექციებზე დაუსწრებლობის ან სხვა ნებისმიერი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დამდგარი ფაქტიდან გამომდინარე;
- ელექტრონული კომერიციის აკადემიას შეუძლია გამოაქვეყნოს ელექტრონული კომერიციის აკადემიის ოფიციალურ სოციალურ არხებში, ჯგუფებში და ვებგვერდზე, კურსის მსმენელთა მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათზე შემსრულებლების სახელისა და გვარის გამოქვეყნებით ან არ გამოქვეყნებით, დამატებითი თანხმობისა და შეტყობინების ვალდებულების გარეშე;
ვებ გვერდის მომხმარებლისა და კურსის მსმენელის ვალდებულებები და უფლებამოსილებები
- ვებ-გვერდის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;
- ვებ-გვერდის მომხმარებელი პასუხისმგებელია კურსზე რეგისტრაციისას და სწავლისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე;
- ვებ-გვერდის მომხმარებელი და კურსის მსმენელი ელექტრონული კომერიციის აკადემიას აძლევს უფლებას მისგან მიიღოს საინფორმაციო, სასწავლო, სამომხმარებლო, ფინანსური, სარეკლამო ან სხვა სახის წერილი ელ. ფოსტით, სოციალური ქსელით, სმს-ით, სატელოფონო ზარით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, შეზღუდვის გარეშე.
- კურსის მსმენელი ვალდებულია დაიცვას სმარტ აკადემიის მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნები, განაწესები, კურსის მსმენელთან დადებული ხელშეკრულება და ნებისმიერი სხვა შეთანხმება (ვერბალური თუ სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კურსის მსმენელი უნდა ესწრებოდეს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ ლექციებს;
- კურსის მსმენელმა უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი კურსის დაწყებამდე ერთიანად, პარტნიორი ბანკების განვადების გამოყენებით ან შეუთანხმდეს ელექტრონული კომერიციის აკადემიის ადმინისტრაციას გადახდის გრაფიკის თაობაზე, ასეთის დაშვების შემთხვევაში;
- მონაწილე ვალდებულია დაიცვას ელექტრონული კომერიციის აკადემიის საკუთრება ფიზიკურ თუ ონლაინ შეხვედრებზე დასწრებისას. ფიზიკურ შეხვედრებზე დასწრებისას არ დააზიანოს ლეპტოპი და სხვა აქსესუარები.
- მონაწილეს ეკრძალება შეხვედრ(ებ)ის ფიზიკური თუონლაინ ჩანაწერ(ებ)ის, ასევე სამუშაო/სასწავლო მასალების და სხვა ნებისმიერი მასალის გავრცელება/გადაცემა/გაზიარება, როგორც საჯაროდ, ისე ნებისმიერი პირისთვის;
- კურსის მსმენელს აქვს უფლება, მოითხოვოს დეტალური უკუკავშირი ლექტორისგან კურსის განმავლობაში;
- კურსის მსმენელი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, რა შემთხვევაშიც მოხდება გადახდილი თანხიდან 20%-ის დაკავება, არანაკლებ 100 ლარის ოდენობით. სხვა შემთხვევაში თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება;
- თუ კურსის მსმენელი კურსის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ნაკლებ დროში გადაიხდის თანხას, იგი იღებს პასუხისმგებლობას და აცნობიერებს რომ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება არ აქვს.
ელექტრონული კომერიციის აკადემია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, შეხედულებისამებრ, განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები.