რას ისწავლი?

მიზანი

სტუდენტებს გააცნოს ელექტრონული კომერციის ბუნება, სტრატეგიული მენეჯმენტის მნიშვნელობა და შეუქმნას ზოგადი წარმოდგენა ელ.კომერციის სრული ციკლის ჰოლისტიკური მენეჯმენტის შესახებ.

ლექტორი 

ანდრო კიკნაძე
ანდრო იქომერს ასოციაცია საქართველოს თანადამფუძნებელია, რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში 20 წლიანი, ხოლო მარკეტინგის სფეროში 10 წლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან მუშაობს კომპანია SAP-ის კონსულტანტად საქართველოსა და სომხეთის პროექტებზე, ხოლო წინა წლებში მუშაობდა Microsoft-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიის მენეჯერად. ასევე, ანდრო იკავებდა DFID-ისა და PwC-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის მენეჯერად უკრაინაში, ამ პერიოდის განმავლობაში კი თავის გუნდთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა საჯარო სექტორში. სხვადასხვა დროს, ანდრო ჩართული იყო ისეთი ქართული კომპანიების ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესში, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ლატარია, ლუნა ჰოლდინგი და Digital Ads, რომლის საქმიანობამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ინტერნეტ-სარეკლამო ბაზრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. 2018 წლიდან ანდრომ ხელმძღვანელობს საკუთარი კომპანია Hello World Company-ს, რომელიც ციფრული მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში საკონსულტაციო მომსახურებას უწევს მსხვილ ქართულ კომპანიებს.

მიზანი

სტუდენტებს გააცნოს ელექტრონული კომერციის მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელები. სტუდენტებს შეასწავლოს სტრატეგიული დაგეგმარების და ანალიზის ინსტრუმენტები.

მოდულის დასრულებისას გეცოდინება და შეგეძლება

  • ბაზრის კონკურენტული ანალიზის გაკეთება
  • ელ.კომერციის სტრატეგიის შექმნა და ბაზარზე პოზიციონირება
  • Agile მართვის პრინციპები
  • MVP-ის ფორმულირება
  • კლიენტზე ორიენტირებული პროდუქტის დიზაინი
  • ელ.კომერციის ბიზნეს მოდელებისა და მათი თავისებურებების შეფასება კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე
  • ელ.კომერციის ბიზნესის კრიტიკული პროცესები
  • ელ.კომერციის სრული ციკლის ე.წ. “აისბერგის დაფარული მხარის” შეფასება
  • პროდუქტების კატეგორიებისა და მერჩანდაიზინგის ოპტიმალური მართვა
  • პროდუქტისა და მომხმარებლის მომგებიანობის ანალიზი

ლექტორი 

ამირან შეროზია

ამირან შეროზია იქომერს ასოციაცია საქართველოს თანადამფუძნებელია. ამირანს აქვს 24-წლიანი პროფესიული გამოცდილება მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და ფინანსების მიმართულებით. სხვადასხვა დროს, ამირანი იკავებდა წამყვან პოზიციებს ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ეკოსისტემ კომპანიების დირექტორი TBC-ში, ინფორმაციის მართვის დირექტორი TBC-ში, ელიტ ელექტრონიქსის დირექტორი/რეაბილიტაციის მმართველი, ბანკი რესპუბლიკას მენეჯმენტ კონსულტანტი, HSBC საქართველოს საცალო ბიზნესის დირექტორი და ინფორმაციის მართვის დირექტორი საქართველოს ბანკში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ამირანი აქტიურადაა ჩართული საქართველოში ელექტრონული კომერციის დარგის განვითარებით. მისი თაოსნობით შეიქმნა თიბისი ეკოსისტემების კომპანია (TBC NET), რომლის განვითარების პროცესში დაარსდა ახალი სტარტაპები და განხორციელდა ისეთი ქართული ონლაინ პლათფორმების შეძენა, როგორიცაა vendoo.ge, myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, swoop.ge, TKT.ge და სხვა.

განათლების კუთხით, ამირანს მინიჭებული აქვს CFA ინსტიტუტის ფინანსური ანალიტიკოსის კვალიფიკაცია და ფლობს INSEAD-ის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხს.

ამირანი გატაცებულია მთის ველო და მოტო სპორტით და ასევე, თავისუფალ დროს უთხმობს ფოტოხელოვნებაში განვითარებასა და სოციალურ ცეკვებში (Salsa, Bachata, Kizomba) მონაწილეობას.

მიზანი

სტუდენტებს გააცნოს როგორც ელ.კომერციის პლატფორმების ტექნიკური და ფინანსურ შესაძლებლობები, ისე საგადახდო სისტემები, რათა სტუდენტებმა შეუძლონ თავის საჭიროებებზე დაყრდნობით ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება.

მოდულის დასრულებისას გეცოდინება და შეგეძლება

  • გაყიდვის არხის/პლატფორმის შერჩევა ბიზნეს მოდელის გათვალისწინებით
  • გადახდის მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება
  • გადახდის ტრადიციული მეთოდების გარდა გადახდის სხვა მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება (კრიპტო გადახდები)
  • აქციების მართვა სხვადასხვა გადახდის მეთოდების დროს
  • საგადახდო რისკების მართვა
  • ფინანსური მოდელირება
  • გაყიდვების და შემოსავლების პროგნოზირება

ლექტორი 

ნიკა ჩილინდრიშვილი

ნიკა 9 წელზე მეტია რაც მუშაობს როგორც ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე, ისე ფინანსური პროდუქტების გაციფრულებაზე. ამჟამად ნიკა TBC NET-ში CPO (Chief Product Officer) პოზიციას იკავებს და ხელმძღვანელობს ისეთი პლატფორმების განვითარებას, როგორიცაა myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, vendoo.ge, livo.ge, myparts.ge და სხვა. გასულ წლებში, ნიკა my.ge-ში ხელმძღვანელობდა საოპერაციო მიმართულებას და იკავებდა პროდუქტის განვითარებაზე ორიენტირებულ ისეთ პოზიციებს, როგორიცაა Product Owner და Chief Product Owner. სხვადასხვა დროს, ნიკა ხელმძღვანელობდა კომერციულ დეპარტამენტებს ისეთ მსხვილ ქართულ კომპანიებში, როგორიცაა eMoney და Mycoins და მუშაობდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ციფრული პროდუქტების განვითარებისა და პროდუქტების გაციფრულების ნაწილში.

მიზანი

სტუდენტები გამოიმუშავებენ ელ.კომერციის ბრენდის შესაქმენლად საჭირო კომპეტენციებს. შეისწავლიან მეთოდებს თუ როგორ შექმნან და მართონ საკომუნიკაციო სტრატეგია და მედია გეგმა. სტუდენტები გაეცნობიან და შეისწავლიან ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებს და შეძლებენ მათ გამოყენებას ელ.კომერციის ბიზნესის წარმატებისათვის.

მოდულის დასრულებისას გეცოდინება და შეგეძლება

  • ციფრული მარკეტინგის სპეციფიკა
  • საკომუნიკაციო სტრატეგიის განსაზღვრა
  • კონტენტ მარკეტინგი
  • Facebook Business & რეკლამა სოციალურ მედიაში – ხელსაწყოები და მათი სწორად გამოყენება
  • Google Ads
  • SEO
  • Google Analytics
  • Email მარკეტინგი
  • SMS მარკეტინგი
  • მარკეტინგის ავტომატიზაცია – CRM პლატფორმები
  • რეპორტების ავტომატიზაცია
  • კომპანიის ციფრული მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და სამოქმედო გეგმის შედგენა

ლექტორი

მურთაზ ფუტკარაძე
მურთაზი უკვე 8 წელიწადია რაც მოღვაწეობს ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ძალიან ახალი იყო კომუნიკაციის ეს არხი. წლების განმავლობაში მიიღო გამოცდილება ბევრ საინტერესო და კონტრასტულ ინდუსტრიებში: ფინანსური ინსტიტუტები, ელ.კომერცია, უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და სტარტაპები.

მურთაზი 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა MY Group-ის (Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Mytravel.ge & Mystartup.ge) მარკეტინგის გუნდს. მისი ხელმძღვანელობით კომპანიაში შეიქმნა მონაცემთა დამუშავებისა და რემარკეტინგის ავტომატიზაციის სისტემები, საინტერესო საკომუნიკაციო კამპანიები, მათ შორის: „შენი ზაფხული აქ არის“, „საჩუქრების საამქრო“. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გლობალურ კომპანია Visa-სთან და ჩართული იყო სხვადასხვა ახალი პროდუქტების შექმნისა და ბაზარზე გაშვების პროცესებში. გარდა ამისა, მურთაზი მუშაობდა Palitra Media Holding-ში, სადაც ჩართული იყო ისეთ პროექტებში, როგორიცაა: Hotsale.ge, SS.GE და Biblus.ge. ასევე, მუშაობდა დეველოპერული კომპანია აქსისის ციფრულ მარკეტერად.  წელიწადზე მეტია სხვადასხვა ბეგრაუნდის მქონე სტუდენტებთან ატარებს ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსს. ამჟამად ხელმძღვანელობს თიბისი დაზღვევის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

მიზანი

სტუდენტებს გააცნოს ელექტრონული კომერციის საოპერაციო და მიწოდების ჯაჭვის მართვა. შეასწავლოს ინვენტარის და ლოგისტიკის დაგეგმარების და ანალიზის ინსტრუმენტები.

მოდულის დასრულებისას გეცოდინება და შეგეძლება

  • კონკრეტული კოპანიისთვის შესაბამისი ლოგისტიკური მოდელის შემუშავება
  • Lean მართვის პრინციპები
  • Six Sigma მართვის პრინციპები
  • მიწოდების ჭაჭვის ოპტიმიზაცია
  • ხარჯის სტრუქტურის მართვა
  • Last mile დაგეგმვა და მართვა
  • რევერსიული ლოგისტიკის დაგეგმვა და მართვა

ლექტორი

ამირან შეროზია

ამირან შეროზია იქომერს ასოციაცია საქართველოს თანადამფუძნებელია. ამირანს აქვს 24-წლიანი პროფესიული გამოცდილება მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და ფინანსების მიმართულებით. სხვადასხვა დროს, ამირანი იკავებდა წამყვან პოზიციებს ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ეკოსისტემ კომპანიების დირექტორი TBC-ში, ინფორმაციის მართვის დირექტორი TBC-ში, ელიტ ელექტრონიქსის დირექტორი/რეაბილიტაციის მმართველი, ბანკი რესპუბლიკას მენეჯმენტ კონსულტანტი, HSBC საქართველოს საცალო ბიზნესის დირექტორი და ინფორმაციის მართვის დირექტორი საქართველოს ბანკში. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში ამირანი აქტიურადაა ჩართული საქართველოში ელექტრონული კომერციის დარგის განვითარებით. მისი თაოსნობით შეიქმნა თიბისი ეკოსისტემების კომპანია (TBC NET), რომლის განვითარების პროცესში დაარსდა ახალი სტარტაპები და განხორციელდა ისეთი ქართული ონლაინ პლათფორმების შეძენა, როგორიცაა vendoo.ge, myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, swoop.ge, TKT.ge და სხვა. 

განათლების კუთხით, ამირანს მინიჭებული აქვს CFA ინსტიტუტის ფინანსური ანალიტიკოსის კვალიფიკაცია და ფლობს INSEAD-ის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხს. 

ამირანი გატაცებულია მთის ველო და მოტო სპორტით და ასევე, თავისუფალ დროს უთხმობს ფოტოხელოვნებაში განვითარებასა და სოციალურ ცეკვებში (Salsa, Bachata, Kizomba) მონაწილეობას.

მიზანი

სტუდენტებს გააცნოს მონაცემთა ანალიზის მნიშვნელოვნება ბიზნესში, ბაზარზე არსებული ანალიტიკური ხელსაწყოები, თანამედროვე ანალიტიკური მიდგომები/მეტრიკები და მათი გამოყენება პრაქტიკაში.

მოდულის დასრულებისას გეცოდინება და შეგეძლება

  • მონაცემთა ანალიზი და მისი მნიშვნელოვნება ბიზნესში
  • ბაზარზე არსებული SaaS სისტემები და მათი შესაძლებლობები
  • რელევანტური ანალიტიკური პლატფორმის შერჩევა
  • კლიენტის კმაყოფილების მეტრიკების პრაქტიკაში გამოყენება 
  • შესაბამისი სისტემების დასანერგად ვებ-გვერდზე სწორი ადგილების განსაზღვრა

ლექტორი

ლევან ბორჩხაძე

ლევან ბორჩხაძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტის ბიზნეს სკოლაში გამოთვლითი ფინანსებისა და ბარსელონას ტექნოლოგიურ სკოლაში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებებით. ლევანს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მანქანური დასწავლის (Machine Learning) მოდელირებასა და მონაცემთა ანალიზში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო მონაცემთა ანალიზის კონფერენციებზე და ამ ეტაპზე იკავებს თიბისი ბანკის მონაცემთა ანალიზის უფროსის პოზიციას. ასევე, ლევანი ხელმძღვანელობს მონაცემთა მეცნიერების სასერთიფიკატო კურსს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

მიზანი

სტუდენტებს გააცნოს ექსპორტის თავისებურებები, რათა სტუდენტებმა შეძლონ ელ.კომერციის კომპეტენციების მისადაგება ტრანსსასაზღვრო პროექტების კონტექსტში, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

მოდულის დასრულებისას გეცოდინება და შეგეძლება

  • საწარმოს ექსპორტის პოტენციალის შეფასება
  • საექსპორტო ბაზრის შერჩევა
  • ბაზრის კვლევის მეთოდის შერჩევა

ლექტორი

გვანცა მელაძე

გვანცა მელაძე არის ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი ექსპორტის საკონსულტაციო კომპანია გეითვეი & ფართნერსის ქართული ფრენჩაიზის დირექტორი. კერძო, საჯარო და მესამე სექტორში დაგროვილი გამოცდილებით ეხმარება კომპანიებს ექსპორტის სტრატეგიების დასახვასა და განხორციელებაში. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ექსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებებს ეკონომიკის სამინისტროში და აქტიურად იყო ჩართული მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაში. პროფესიით არის ეკონომისტი, ამასთანავე მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო ხარისხები საფრანგეთსა და ბრიტანეთში.