ელ. კომერციის აკადემიის მოკლე აღწერა
ელექტრონული კომერციის აკადემია არის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც მოიაზრებს 4-თვიან ინტენსიურ პროფესიული მომზადების პროგრამას დამწყები ელექტრონული კომერციის მენეჯერებისათვის. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან და დაეუფლებიან ელექტრონული კომერციის ფუნდამენტურ ასპექტებს, თეორიულ მოდელებს, მართვის მექანიზმებს და გზებს და ზოგადად, ციფრული ეკოსისტემის შესახებ ცოდნას მიიღებენ. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ კომპანიის საჭიროებებზე დაყრდნობით ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დიზაინს, დაგეგმარებას, დანერგვასა და მართვას.
აკადემიის მისია
ელექტრონული კომერციის აკადემიის მისიაა ხელი შეუწყოს ელექტრონული კომერციის დარგის დაწინაურებას, განვითარებასა და პროფესიონალიზაციას.
აკადემიის ავტორები
ელექტრონული კომერციის აკადემიის ავტორი და თანადამფუძნებელია ელექტრონული კომერციის ასოციაცია თიბისი ბანკსა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით.
მოსალოდნელი შედეგი
კურსის დასრულების შედეგად, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ კომპანიის საჭიროებების იდენტიფიცირება, ანალიზი და მასზე მორგებული ელექტრონული კომერციის მოდელის შერჩევა, კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა, დანერგვა და მართვა ჰოლისტიკური მიდგომის გათვალისწინებით.
აკადემიის მიზანი
ელექტრონული კომერციის აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში ელექტრონული კომერციის დანერგვასა და განვითარებას კვალიფიცირებული და პროფესიონალი მუშახელის მიწოდების უზრუნველყოფის მეშვეობით.
სამიზნე ჯგუფი
აკადემიის მთავარი სამიზნე ჯგუფია ის კომპანიები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები, მეწარმეები და კერძო პირები, ვინც ვაჭრობს საქონლითა და მომსახურებით ფიზიკურ ან/და ინტერნეტ სივრცეში;
აკადემიის მეორეული სამიზნე ჯგუფია ელექტრონული კომერციის სფეროში დასაქმების მსურველი პირები, ვინც ზემოთ მოცემულ კომპანიებს მიაწოდებენ მათ სათანადო მომსახურებას.