კურსის აღწერა
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ელექტრონული კომერციის მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელები. შეასწავლოს სტრატეგიული დაგეგმარების და ანალიზის ინსტრუმენტები.
კურსი ითვალისწინებს როგორც თეორიულს სწავლებას, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. კურსის განმავლობაში სტუდენტებს მოუწევთ მუშაობა ჯგუფში/ინდივიდუალურად სტრატეგიული და საოპერაციო ანალიტიკური დოკუმენტების შექმნის მიზნით.
სწავლის შედეგები
მოდულის დასრულების შემდეგ პირს:
- შეეძლება ბაზრის კონკურენტული ანალიზი. ელ კომერციის კომპანიიის სტრატეგიის შემუშავება და ბაზარზე პოზიციონირება.
- შესწავლილი ექნება “ეჯაილ” მართვის პრინციპები, შეძლონ MVP ის ფორმულირება და კლიენტზე ორიენტირებული პროდუქტის დიზაინი.
- შეეძლება განასხვაოს ელ კომერციის ბიზნეს მოდელები და მათი თავისებურებები და ეკონომიკური შესაბამისობა კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე.
- შეეძლება შეიმუშაოს ელ კომერციის ბიზნესის კრიტიკული პროცესების სრულყოფილი ცოდნა და შეეძლოთ შეაფასონ “აისბერგის დაფარული მხარე”.
- შეეძლება პროდუქტების კატეგორიების და მერჩანდაიზინგის ოპტიმალური მართვა.
- შეეძლება პროდუქტის და მომხმარებლის მომგებიანობის ანალიზი.
კურსის ინსტრუმენტები
მოდულის ფარგლებში პრაქტიკული მეცადინეობის განსახორციელებლად საჭირო იქნება ინდივიდუალური კომპიუტერის გამოყენება. შესაბამისად, აუცილებელია Microsoft Excel, Microsoft Powerpoint ან ანალოგიური შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული პროგრამების ფლობა საშუალო დონეზე.
კურსის სახელმძღვანელოები და რესურსები
აუცილებელი ლიტერატურა სტუდენტებს მიეწოდებათ ლექტორის მიერ ჰენდაუთებისა და პრეზენტაციების სახით.
სასურველი ლიტერატურა (Optional):
The Competitive Strategy: Techniques for Analyzing Industries and Competitors by Michael E. Porter
Blue Ocean Strategy by W. Chan Kim and Renee Mauborgne
Platform Revolution : How Networked Markets Are Transforming the Economy and How to Make Them Work for You by Geoffrey G. Parker , Marshall W. van Alstyne , Sangeet Paul Choudary
The Lean Startup : How Constant Innovation Creates Radically Successful Businesses by Eric Ries
კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დრო
ლექტორთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია როგორც სალექციო დროის დასრულების შემდგომ, ასევე, ელექტრონულად ასინქრონულად, სილაბუსში მითითებული იმეილის გამოყენებით, რა დროსაც იმეილის სათაურში უნდა მიეთითოს კურსის დასახელება. სტუდენტებს შეუძლიათ ლექტორთან დაგეგმონ ონლაინ შეხვედრა, რის შესახებაც წინასწარ უნდა შეუთანხმდნენ მას იმეილის საშუალებით (კომუნიკაციის სხვა არხები ამ მიზნით არ გამოიყენება).
Course Features
- ლექციები 10
- ტესტები 4
- ხანგრძლივობა 16 საათი
- ცოდნის დონე ყველა
- ენა ქართული
- სტუდენტები 3
- შეფასება დიახ