ნიკა ჩილინდრიშვილი
ნიკა 9 წელზე მეტია რაც მუშაობს როგორც ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე, ისე ფინანსური პროდუქტების გაციფრულებაზე. ამჟამად ნიკა TBC NET-ში CPO (Chief Product Officer) პოზიციას იკავებს და ხელმძღვანელობს ისეთი პლატფორმების განვითარებას, როგორიცაა myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, vendoo.ge, livo.ge, myparts.ge და სხვა. გასულ წლებში, ნიკა my.ge-ში ხელმძღვანელობდა საოპერაციო მიმართულებას და იკავებდა პროდუქტის განვითარებაზე ორიენტირებულ ისეთ პოზიციებს, როგორიცაა Product Owner და Chief Product Owner. სხვადასხვა დროს, ნიკა ხელმძღვანელობდა კომერციულ დეპარტამენტებს ისეთ მსხვილ ქართულ კომპანიებში, როგორიცაა eMoney და Mycoins და მუშაობდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ციფრული პროდუქტების განვითარებისა და პროდუქტების გაციფრულების ნაწილში.
- უფასო
ელექტრონული კომერციის ოპერაციული მხარე – პლატფორმები და გადახდის მეთოდები
4 Lessons23 Students