ამირან შეროზია
ამირან შეროზია იქომერს ასოციაცია საქართველოს თანადამფუძნებელია. ამირანს აქვს 24-წლიანი პროფესიული გამოცდილება მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და ფინანსების მიმართულებით. სხვადასხვა დროს, ამირანი იკავებდა წამყვან პოზიციებს ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ეკოსისტემ კომპანიების დირექტორი TBC-ში, ინფორმაციის მართვის დირექტორი TBC-ში, ელიტ ელექტრონიქსის დირექტორი/რეაბილიტაციის მმართველი, ბანკი რესპუბლიკას მენეჯმენტ კონსულტანტი, HSBC საქართველოს საცალო ბიზნესის დირექტორი და ინფორმაციის მართვის დირექტორი საქართველოს ბანკში.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ამირანი აქტიურადაა ჩართული საქართველოში ელექტრონული კომერციის დარგის განვითარებით. მისი თაოსნობით შეიქმნა თიბისი ეკოსისტემების კომპანია (TBC NET), რომლის განვითარების პროცესში დაარსდა ახალი სტარტაპები და განხორციელდა ისეთი ქართული ონლაინ პლათფორმების შეძენა, როგორიცაა myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, swoop.ge და შეიქმნა ელ.კომერციის მარკეტფლეისი vendoo.ge.
განათლების კუთხით, ამირანს მინიჭებული აქვს CFA ინსტიტუტის ფინანსური ანალიტიკოსის კვალიფიკაცია და ფლობს INSEAD-ის ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხს.
- 750.00₾
ელექტრონული კომერციის ბიზნეს კონცეფცია
10 Lessons3 Students