საგრანტო პროგრამა
ელექტრონული კომერციის სტრატეგიული მართვის კურსზე სწავლით დაინტერესებული და სათანადო მოტივაციის მქონე სპეციალური ჯგუფების წარმომადგენლებზე გაიცემა 5 გრანტი, რომელიც 100%-ით დაფარავს სწავლის საფასურს.
გრანტის მიღება შეუძლია:
- შშმ სტატუსის მქონე პირებს
- მეწარმე ან/და ლიდერული გამოცდილების მქონე ქალებს
- მეწარმე ან/და ლიდერული გამოცდილების მქონე 30 წლამდე ახალგაზრდებს
გრანტის მისაღებად საჭიროა:
- აპლიკანტმა გაიაროს რეგისტრაცია და რეგისტრაციისას მიუთითოს, რომ სურს მონაწილეობა საგრანტო კონკურსში
- წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მის შშმ სტატუსს/ბიზნესის რეგისტრაციის ამსახველი სერთიფიკატი/დაასაბუთოს ლიდერული გამოცდილების ქონა ნებისმიერი პროექტის ან საქმიანობის ფარგლებში
- წარმატებით გაიაროს შესარჩევი ეტაპი